"იელთი ჯგუფის" კომერციული დირექტორის ვალერი გურგენიძის თქმით, ბათუმის უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ბოლო წლებში მეზობელ ქვეყნებზე მეტად, ცენტრალური და სამხრეთ აზიის ქვეყნებიდან ფიქსირდება. როგორც მან გადაცემა “უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, გააქტიურებულია ყურის ქვეყნები, თუმცა მიმდინარე პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე ბაზარი კლებას აჩვენებს.
მიუხედავად მოთხოვნის შენელებისა, კომპანიაში ფიქრობენ, რომ ბათუმში არსებულ უძრავ ქონებას სწორი განვითარების შემთხვევაში ფასების 50%-იანი ზრდის რესურსი კიდევ აქვს, ამისთვის კი აუცილებელია განისაზღვროს ქალაქის იდენტობა და შეიქმნას შესაბამისი საჯარო თუ კერძო ინფრასტრუქტურა.
სტუმარი: ვალერი გურგენიძე - "იელთი ჯგუფის" კომერციული დირექტორი;


































