მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გავლენას იქონიებს იპოთეკური სესხებს განაკვეთზე რეფინანსირების განაკვეთის შემცირება?

გასული წლის მეორე ნახევრიდან ეროვნულმა ბანკმა ისტორიულ მაქსიმუმამდე გაზრდილი რეფინანსირების განაკვეთის კლება დაიწყო. ბოლო მონეტარული პოლიტიკის სხდომა 20 დეკემბერს გაიმართა, როცა განაკვეთი დამატებით 0.5 პროცენტული პუნქტით, 9,5%-მდე შემცირდა.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში იყო აღნიშნული, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, შემცირების მიუხედავად, ჯერ კიდევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება და მის ნორმალიზება ნელი ტემპით, ინფლაციის განახლებული პროგნოზების შესაბამისად გაგრძელდება. მონეტარული პოლიტიკის მომდევნო სხდომა 31 იანვარს არის ჩანიშნული.

ექნება თუ არა განაკვეთის შემცირებას იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთებზე ასახვა და როგორი იყო 2023 წელი უძრავი ქონების დაკრედიტების მაჩვენებლებით?

სტუმარი: გიორგი კეპულაძე - "საზოგადოება & ბანკები", დამფუძნებელი;

#უძრავიქონებისპროსპექტი თათია ჩაფიჩაძესა და გუგა კობახიძესთან ერთად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები