მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გავლენას იქონიებს ვიზალიბერალიზაციის დაკარგვა ტურიზმის სექტორზე?

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ EU-ს მიერ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შემთხვევაში, დარგი მნიშვნელოვნად დაზარალდება. ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიების ნაწილი ამბობს, რომ გადაწყვეტილება ნეგატიურად აისახება როგორც გამყვან, ასევე შემომყვან ტურიზმზე. მათი თქმით, ბოლო პერიოდში საქართველოში არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, უკვე ფიქსირდება ჯავშნების გაუქმება. მეორე მხრივ კი თავად საქართველოს მოქალაქეებისთვის მოგზაურობასთან დაკავშირებული ბიუროკრატია გაიზრდება, რაც თავის მხრივ, ვიზიტების რაოდენობასაც შეამცირებს.

სტუმარი: მამუკა კელაურაძე - გამყვანი ტურიზმის ასოციაციის თანადამფუძნებელი & ტურისტული სააგენტო "კლარკ & რობინსონის“ აღმასრულებელი დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები