მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გეგმა აქვს დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია EUROWINGS საქართველოში?

BM.GE
06.07.21 12:28
398
გერმანულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Eurowings-მა საქართველოში ოპერირება დაიწყო და ის დიუსელდორფსა და თბილისს შორის, კვირაში ორჯერ, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას იფრენს. აღსანიშნავია, რომ ეს არის გერმანიის მესამე მიმართულება, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სრულდება. აქამდე ბერლინისა და მიუნხენის მიმართულებებით იყო მხოლოდ. ხოლო მიმდინარე წლის აგვისტოდან დაემატება ასევე ფრანკფურტი. Eurowings - ის პირველი რეისი კი 4 ივლისს უკვე შესრულდა და ის პრაქტიკულად სრულად დატვირთული იყო, 172 მგზავრით.

რა გეგმა აქვს კომპანიას საქართველოში და რატომ გადაწყვიტა ოპერირების დაწყება პანდემიის პერიოდში, მაშინ, როდესაც მოლაპარაკებები 2017 წლიდან დაიწყო? როგორია საფასო პოლიტიკა, რამდენად ბიუჯეტურია ბილეთის ფასი და რას უნდა ველოდოთ?

სტუმრები: ივან ორეკი - Eurowings-ის ავიამიმართულებისა და აეროპორტებთან ურთიერთობის უფროსი მენეჯერი;
არნოლდ ბორია - Eurowings-ის ბიზნესგანვითარების მენეჯერი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები