რა გეგმა აქვს მთავრობას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად და ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის? საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ევროკავშირის ინტეგრაციის სამოქმედო გეგმაზე, რომელიც 2024 წელს მოიცავს, მუშაობა მიმდინარეობს. როგორც თეიმურაზ ჯანჯალიამ ევროკავშირთან ინტეგრაციის კომიტეტზე განაცხადა, გეგმაზე კონსულტაციები ახლა ევროკომისიასთან მიმდინარეობს. ამასთან, მინისტრის მოადგილის თქმით, მუშაობა გაგრძელდება 9 პუნქტის შესრულებაზე. რას მოიცავს 2024 წლის სამოქმედო გეგმა?