Crush 525 არის პლატფორმა, რომელიც მცირე და საშუალო მეღვინეებს წარმოების განვითარებაში ეხმარება. კომპანია საგურამოსთან ახლოს, სოფელ ბიწმენდში მდებარეობს. სიახლე, რომელიც BMG-ის რეპორტიორმა, ნინი გიგიშვილმა ჩვენს მკითხველებს გაუზიარა, გახლავთ ის, რომ კომპანიის მიერ წარმოებული ღვინო მალე ბათუმის და თბილისის ქსელურ მარკეტებში იქნება წარმოდგენილი. Crush 525-ს წარმოებას კლასიკური ღვინის საწარმოებლად 100 ტონიანი მარანი აქვს, ხოლო ქვევრის ღვინისთვის, 30-ტონამდე მარანი. როგორია Crush 525-ის გეგმები და პლატფორმის შედეგები.
სტუმარი: გიორგი თევზაძე - კომპანია Crush 525-ის დამფუძნებელი;