მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გეგმები აქვს GWP-ის ახალ ინვესტორს „აქუალიას“?

BM.GE
25.07.23 13:30
212

გასულ კვირაში GWP-ის ახალმა ინვესტორმა „აქუალია“ -მ პირველ საჯარო პრეზენტაცია გამართა, რომელზეც GGU ჯგუფის და ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ახალმა გენერალურმა დირექტორმა და კომპანიის განვითარების დირექტორმა ევროპული გამოცდილების მქონე ინვესტორის საქართველოში შემოსვლის მნიშვნელობაზე, GWP-ში მიმდინარე ცვლილებებისა და სამომავლო ხედვის შესახებ ისაუბრეს. 

ესპანეთში დაფუძნებულ კომპანიას, რომელიც გასულ წელს მსოფლიოში საუკეთესო წყლის სერვისის მმართველ კომპანიად დასახელდა ამოცანა ნამდვილად რთული და მასშტაბური აქვს. კომპანიას, რომელიც ბაზარზე ბუნებრივი მონოპოლისტია ევროკავშირის და აქვალიას სამშობლოსთვის სრულიად შეუსაბამო სტატისტიკა უფიქსირდება დაზიანებებზე. მაგალითად თუ ევროპაში მაგისტრალურ მილებზე დაზიანება ყოველ 100 კილომეტრზე 11.7 -ია GWP-ის შემთხვევაში ეს რიცხვი არის 80, თითქმის 7 ჯერ მეტი. რაც შეეხება გამანაწილებენ ქსელზე დაზიანებებს ევროკავშირში ეს რიცხვი 100 კილომეტრზე არის 50 GWP-ის შემთხვევაში 400. 

სამუშაო ნამდვილად ბევრია. საკვლევიც ბევრია, კომპანიამ სისტემის სრულფასოვანი კვლევისა და ანალიზის დასრულებისთანავე უნდა წარმოადგინოს დასკვნა, რომლის საფუძველზეც თბილისისა და რუსთავის წყალმომარაგების სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციის ოპერატიული და გრძელვადიანი გეგმა მომზადდება. რა მასშტაბის ინვესტიციაზეა საუბარი და საჭიროებს თუ არა ეს მარეგულირებლისათვის განაცხადის წარდგენას ხარჯების გათვალისწინებით ტარიფის გადახედვაზე? 

სტუმრები: ხოსე მიგელ სანტოსი - "GGU ჯგუფის" გენერალური დირექტორი, Aqulia-ს წარმომადგენელი საქართველოში;
ზურაბ ალფაიძე - GWP-ის ტექნიკური დირექტორი.

სინქრონულად თარგმნის NG Georgia

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები