მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გეგმები აქვს მესტიის ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენციის შენობის ახალ მფლობელს

5df87d614df1b
ანუკა ჯოხაძე
17.12.19 11:00
3587
საქართველოს პრეზიდენტის მესტიის ყოფილი რეზიდენციის შენობა გასულ კვირას საჯარო აუქციონზე 7,5 მლნ ლარად გაიყიდა. აუქციონზე დაფიქსირებული ფასი მის საწყის ღირებულებასთან შედარებით 308%-ზე მეტი იყო. ქონების ახალი მფლობელი კომპანია "აიღვინისსახლია”, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი ბენედიქტე (ბენო) ქაშაკაშვილია.

აუქციონის პირობების თანახმად, გამარჯვებული კომპანია კისრულობს ვალდებულებას, 42 თვის ვადაში ადგილზე ფუნქციონირებადი სასტუმრო შექმნას. თანხა კი, 45 კალენდარული დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.

როგორც Bm.ge-ისთან ობიექტის ახალმა მფლობელმა ბენო ქაშაკაშვილმა განაცხადა, აქტიურ მუშაობას 2020 წლის ზაფხულიდან დაიწყებს. როგორც ბიზნესმენი ამბობს, მესტიის კლიმატური პირობების გათვლისწინებით, ჯერ ადგილზე ტოპოგრაფიული გეგმის გაკეთებაც კი შეუძლებელია.

რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს, ბიზნესმენი წინასწარ პროექტის განსახოციელებლად საჭირო თანხებს ვერ ასახელებს.

"რადგან ზამთარია, სვანეთში უკვე ტოპოგრაფიული გეგმის გაკეთებაც კი პრობლემაა. პროექტის თანახმად, ეს უნდა იყოს სასტუმრო, ეს არ იქნება კორპუსი, რომელიც ამ ლამაზ, ისტორიულ ადგილს არ შეესაბამება. ეს იქნება არსებული შენობის ტიპის DOWNHOUSE-ი - ახლა მოდაშია ასეთი სიტყვა. შენობებს განახლება რომ დასჭირდება ფაქტია. 9 წელიწადი ამ ადგილზე არც პრეზიდენტი ყოფილა და არც არავის უცხოვრია შიგნით და ალბათ გესმით, სვანური 9 ზამთრის მერე როგორი პრობლემები იქნება, მაგრამ ჩემი აზრით, მზად ვართ ამ პრობლემებისთვის, რათა ზაფხულიდან მივხედოთ", - ამბობს ბიზნესმენი ბენო ქაშაკაშვილი.

ცნობისთვის: მესტიის საპრეზიდენტო რეზიდენცია 2011 წელს აშენდა. ის 2,592 კვ. მეტრ მიწას და 11,310 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობებს მოიცავს (ს/კ 42.06.41.029).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები