მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა გეგმები აქვს მიკრობანკ "კრისტალს" 2025 წელს? - ილია რევიას პასუხი

ილია რევია

მიკრობანკი "კრისტალი", რომელიც ერთ-ერთი პირველი საფინანსო ინსტიტუტია საქართველოში, რომელსაც 2025 წლის 12 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიკრობანკის ლიცენზია გადასცა, კომპანიის ტრანსოფორმაციაზე BMGTV-ის გადაცემა "საქმიანი დილას" ეთერში საუბრობს.

"კრისტალის" გენერალური დირექტორი, ილია რევია ჰყვება, რა გზა გაიარა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ მიკრობანკად ქცევამდე.

"ძალიან საინტერესო და გამოწვევებით სავსე გზა იყო. ეს იყო ძვირფასი ტრანსფორმაცია ორგანიზაციის. მიკროსაფინანსო ბაზარზე ყოველთვის გამორჩეულები ვიყავით, თუმცა ეს ახალ ლიგაში, უფრო უმაღლეს ლიგაში გადასვლის ტოლფასი იყო ჩვენთვის. ამისთვის ვემზადებოდით რამდენიმე წელი, რაც მოიცავდა: ორგანიზაციის რისკების მართვის ჩარჩოს განახლებას, ტექნოლოგიურ განახლებას, ახალი სისტემების დანერგვას, სრულად საბანკო სისტემაზე გადასვლას, ახალი ცოდნის შემოტანას, გუნდის გაძლიერებას - რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ასეთ დროს. გარდა ამისა, გვქონდა აქტიური მუშაობა როგორც მარეგულირებელთან, ასევე სწორება უშუალო საბანკო ბაზარზე პრაქტიკების და პროცესების მიმართულებით. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი წარმატებით დაგვირგვინდა. მარტივი არ იყო, თუმცა ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი აღმოჩნდა მომავლისთვის", - განაცხადა ილია რევიამ.

მისი თქმით, მიკრობანკის ლიცენზიის მიღების შემდეგ, "კრისტალმა" მომხმარებელს განსხვავებული პროდუქტები შესთავაზა და მიმდინარე წელსაც გეგმავს, რომ ახალი სერვისები დანერგოს.

"მიკრობანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სარგებელი ტრანზაქციული ბანკინგი იყო და არა მხოლოდ სასესხო მომსახურება. შესაბამისად, ჩვენს მომხმარებლებს უკვე მიეცათ წვდომა დეპოზიტებზე, ბანკთაშორის გადარიცხვებზე ქართულ ეროვნულ ვალუტაში და ეტაპობრივად ნახავთ საერთაშორისო გადარიცხვების სერვისსაც. სექტემბრიდან ჩვენ უკვე ვგეგმავთ ბარათების გამოშვებას ბაზარზე, რაც კიდევ მეტ სარგებელს მისცემთ მომხმარებლებს. მერე უკვე ვმუშაობთ ციფრული არხების განვითარებაზე, რომ კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხდეთ.

ეს წელი ბაზარზე შესვლის და ამ სერვისების ამუშავების წელია ჩვენთვის. ვიტყოდი, რომ შედეგების სტაბილიზაცია უკვე მიღწეული გვაქვს ვიტყოდი. მოგეხსენებათ, როგორც მიკრობანკს, გარკვეული განსხვავებები გვექნება როგორც სეგმენტში, რომელსაც ვემსახურებით, აგრეთვე პროდუქტებშიც. გარკვეული შეზღუდვებია, თუმცა სარგებელსაც ვიღებთ, მაგალითად, მხოლოდ ლარში ვაფინანსებთ ჩვენ კლიენტებს. წელს ჩვენი აქცენტი იქნება იმ სანდოობის მოპოვებაზე, რაც მიკრობანკს უკვე სჭირდება კლიენტებისგან... ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდება იმაზე, რომ ფინანსური ჩართულობა არ არის მხოლოდ სესხი, არამედ, მათ შორის დეპოზიტიც. ვაპირებთ, გავაძლიეროთ მუშაობა მომხმარებელთა ფინანსური განათლების კუთხითაც", - განაცხადა ილია რევიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები