მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გეგმები აქვს "ინტერის" ბავშვთა საფეხბურთო აკადემიას საქართველოში?

616d6e223bd45
ლიკა გურაბანიძე
18.10.21 22:00
867

2022 წლის გაზაფხულიდან, "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტთან" პარტნიორობით, საქართველოში ფუნქციონირებას მილანის "ინტერის" პირველი ბავშვთა საფეხბურთო აკადემია დაიწყებს. თბილისის აკადემია "ინტერისთვის" რიგით მეოცე იქნება. საფეხბურთო აკადემიის მნიშვნელობაზე "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის" აკადემიური საბჭოს თავმჯდომარემ და ქუთაისის "ტორპედოს" მეპატრონემ, დავით კერესელიძემ “საქმიან დილაში” ისაუბრა.

“როდესაც ჩვენ ვაანალიზებდით თუ რა სჭირდებოდა იმერეთში საზოგადოებას, ყველა გვეუბნებოდა, რომ ქუთაისის “ტორპედო” უნდა გაძლიერებულიყო, რადგან გულშემატკივრებს უყვარდათ და ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანი გუნდია.

სწორედ ამიტომ, სქემა შევკარით. კლუბი "ოლიმპიკი" გვაქვს, ასევე სპორტული კლუბი "ნიუ ვიჟენი", ამას "ტორპედო" და "ინტერი" დაემატა. საბოლოო ჯამში კომპლექსური საინტერესო მოდელი მიიღება. ბავშვთა ფეხბურთი, გარდამავალი ეტაპი დიდ ფეხბურთთან და საბოლოო გვირგვინი ქუთაისის “ტორპედო” იქნება. ახლა მთავარი მიზანი გუნდის ფორმირებაა. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ის ბრძოლისუნარიან გუნდად ჩამოვაყალიბოთ, რათა მან პირველი ადგილისთვის იბრძოლოს", - აღნიშნა დავით კერესელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები