ExpoGeorgia-ში გასულ კვირას გამართულ საქართველოს მშენებლობისა და ინტერიერის საერთაშორისო გამოფენაში 40 სხვადასხვა ქვეყნის 220-მდე კომპანია იღებდა მონაწილეობას. მონაწილეებს შორის, გამოფენის ისტორიაში პირველად, სამშენებლო-საინჟინრო კომპანია „ჯეტექსიც“ იყო წარმოდგენილი. კომპანია ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს და ისეთ სერვისებს სთავაზობს, როგორიცაა სრული საინჟინრო-საპროექტო მომსახურება, კანალიზაციისა და წყალმომარაგების სისტემების მიწოდება-მონტაჟის სერვისი და სხვა. რა სერვისებს სთავაზობს „ჯეტექსი მომხმარებლებს და რა სამომავლო გეგმები აქვს კომპანიას?