მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ღირებულების ტენდერები აქვთ მოგებული კომპანიებს, რომლებსაც საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცი შეჰქონდათ

ცხენის ხორცი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით თაღლითობისა და ხორცის ფალსიფიკაციის ბრალდებით ორი კომპანიის მფლობელი და დირექტორი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა საბავშვო ბაღებს საქონლის ხორცის ნაცვლად მოტყუებით ცხენის ხორცი მიაწოდეს.

„ტენდერების მონიტორისა“ და სახელმწიფო შესყიდვების მონაცემების თანახმად, აღნიშნულ ორ კომპანიას ჯამში 3.4 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები აქვს მოგებული სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასა და მუნიციპალურ დაწესებულებაში.

საგამოძიებო უწყების ცნობით, 2026 წლის მაისში აღნიშნული ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა საქონლის ხორცის ნაცვლად ბაღებში მოტყუებით შეიტანეს ცხენის ხორცი, რის შედეგადაც თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას.

ვინ არიან ბრალდებულები და რა ტენდერები აქვთ მოგებული?

სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით:

  • შპს „ბი.ჯი.ემ.1“-ის მფლობელი და დირექტორი არჩილ დალაქიშვილია.

  • შპს „ქართული ხორც-პროდუქტების ფერმის“ 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი მამუკა მენთეშაშვილია.

ტენდერების მონიტორის მიხედვით, შპს ბი.ჯი.ემ. 1-ს 2022-2025 წლებში 16 მოგებული ტენდერი აქვს, ჯამური საკონტრაქტო ღირებულებით 2,980,848 ლარი.

მათ შორის, მარნეულის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში კომპანია მონაწილეობდა და მოიგო:

  1. მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა-ბაღების გაერთიანება (სკოლამდელი აღზრდის ცენტრი) [23.12.2025] - 218,357 ლარი;
  2. ს.ს. ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი [ 09.12.2025] - 103,220 ლარი;
  3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია [06.11.2025] - 393,190 ლარი;
  4. მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა-ბაღების გაერთიანება (სკოლამდელი აღზრდის ცენტრი) [21.07.2025] - 142,875 ლარი;
  5. ს.ს. ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი [05.12.2024] - 118,740 ლარი;
  6. მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა-ბაღების გაერთიანება (სკოლამდელი აღზრდის ცენტრი) [26.11.2024] - 112,342.50 ლარი;
  7. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია [30.10.2024] - 372,641 ლარი;
  8. მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა-ბაღების გაერთიანება (სკოლამდელი აღზრდის ცენტრი) [11.07.2024] - 84,165.65 ლარი;
  9. ს.ს. ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი [15.12.2023] - 113,001 ლარი;
  10. მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა-ბაღების გაერთიანება (სკოლამდელი აღზრდის ცენტრი) [28.11.2023] 84,875 ლარი;
  11. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია [06.11.2023] - 339,882.90 ლარი;
  12. მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა-ბაღების გაერთიანება (სკოლამდელი აღზრდის ცენტრი) [30.08.2023] 82,670 ლარი;
  13. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია [11.05.2023] - 214,080 ლარი;
  14. ს.ს. ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი [25.01.2023] - 132,965 ლარი;
  15. მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა-ბაღების გაერთიანება (სკოლამდელი აღზრდის ცენტრი) [21.12.2022] - 118,930.50 ლარი;
  16. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია [09.11.2022] - 348,911.40 ლარი.

არჩილ დალაქიშვილი კიდევ ორ კომპანიას ერტისის ფერმას და შპს მ 3-ს ფლობს.

ერტისის ფერმას 394,200 ლარის ტენდერები აქვს მოგებული, შპს მ 3-ს კი 2.2 მილიონის. კომპანიების ძირითადი საქმიანობა, ამ შემთხვევაშიც ცხოველური ხორცპროდუქტების მიწოდებაა.

რაც შეეხება შპს ქართული ხორც-პროდუქტების ფერმას ი მოგებული ტენდერების ჯამური თანხა შეადგენს 473,210 ლარს შეადგენს. პროდუქციას კი შემდეგ დაწესებულებებს აწვდიდა:

  • ა(ა)იპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება [15.01.2026] - 128,730 ლარი;
  • თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანება [23.12.2025] - 170,880 ლარი;
  • სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება [09.12.2025] - 173,600 ლარი.

თუმცა გარდა ამ კომპანიისა, მენთეშაშვილი კიდევ ფლობს ერთ კომპანიას, შპს მამუკას, რომელსაც გამარტივებული შესყიდვის გზით 205,490 ლარი აქვს მიღებული და რომლის მიერ მოგებული ტენდერების საერთო ღირებულება 4.1 მლნ ლარია. აქაც, კომპანია ცხოველური წარმოშობის ხორცპროდუქტების მიმწოდებელია.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) და 197-ე მუხლის პირველი ნაწილით (ფალსიფიკაცია) მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლები სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები