მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ღირს 2025 წლის სუპერ ბოულზე დასასწრები ბილეთები?

სუპერ ბოულის ბილეთები 2025

2025 წლის სუპერ ბოულის მატჩში “კანზას სიტი ჩიფსი” ზედიზედ მესამედ ეცდება ტიტულის შენარჩუნებას, მათ წინააღმდეგ კი “ფილადელფია იგლზი” ითამაშებს, რომელიც 2022/23 წლების სეზონში სუპერ ბოულის ფინალში სწორედ კანზასთან დამარცხდა. ფილადელფიელები მთლიანობაში ფინალურ ეტაპზე არსებობის მანძილზე მეხუთედ იასპარეზებენ.

ვინაიდან ამერიკული ფეხბურთი აშშ-ში ყველაზე ნახვადი და პოპულარული სპორტის სახეობაა, ხოლო სუპერ ბოული ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი, ეს ყველაფერი ბილეთების ფასებზეც ავტომატურად ისახება. ნიუ ორლეანის “Superdome” არენაზე გასამართი ღონისძიების ბილეთის მინიმალური ღირებულება 6 600 დოლარია, ხოლო ყველაზე ძვირიანი ბილეთის შეძენა 56 400 დოლარად არის შესაძლებელი.

შედარებისთვის გასულ წელს “კანზას სიტი ჩიფსსა” და “სან ფრანცისკოს” შორის გამართულ ფინალზე ყველაზე იაფად ბილეთი 8 764 დოლარად მოიძიებოდა, ხოლო უძვირფასესი ადგილიდან მატჩის ყურება 37 620 დოლარად იყო შესაძლებელი.

ღონისძიების შესვენების შოუს მუსიკალურად თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ჰიპ-ჰოპ არტისტი კენდრიკ ლამარი გააფორმებს.

ცნობისთვის, აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 10 თებერვალს შედგება და “კანზას სიტი ჩიფსს” ექნება შანსი გახდეს ისტორიაში პირველი ფრენჩაიზი, რომელიც ზედიზედ სამჯერ შეძლებს გაჩემპიონებას. თავის მხრივ “ფილადელფია იგლზი” სუპერ ბოულის თამაშში მონაწილეობას ბოლო რვა წელიწადში მესამედ იღებს და წინა ორი შემთხვევიდან ჩემპიონი მხოლოდ ერთხელ გახდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები