მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ღირს ბილეთი საქართველოში და საბერძნეთში ეროვნული საფეხბურთო გუნდების თამაშზე?

საბერძნეთი-საქართველო

დღეს, 21:00 საათზე ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა" უეფას ერთა ლიგის ფინალურ მატჩს უმასპინძლებს, საქართველო - საბერძნეთი.

ისტორიული შანსი საქართველოს ნაკრებს მეორედ აქვს, რამაც ცხადია, ბილეთებზე უპრეცედენტო მოთხოვნა განაპირობა. პირველად, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ფინალურ ეტაპს საქართველომ 2020 წელს მიაღწია. მაშინ პანდემიის მიზეზით სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება სტადიონზე გულშემატკივარი არ დაეშვა, მიუხედავად იმისა, რომ უეფას რეგულაციებით შესაძლებელი იყო მაყურებელთა 20%-ის დასწრება.

საქართველო-საბერძნეთის ფინალურ მატჩზე ბილეთების გაყიდვა 23 მარტს დაიწყო და მაღალი მოთხოვნისა მიუხედავად, ფასი უცვლელად დარჩა. ეროვნული ნაკრების ოფიციალურ თამაშებზე ბილეთის ღირებულება 10 ლარიდან იწყება და მაქსიმალური ღირებულება 50 ლარია. ასევე, ხელმისაწვდომია 20-30 ლარიანი ბილეთები.

რაც შეეხება საბერძნეთს, ეროვნული ნაკრების ევროპის ბოლო შესარჩევი მატჩებისთვის ათენის ცენტრალურ OPAP ARENA-ზე 1 ბილეთის ფასი ოფიციალურად €20, €30,€40 და €60 ევრო ღირდა.

თუმცა ეს ოფიციალური ფასია, ე.წ. შავ ბაზარზე კი, მაღალი მოთხოვნის შემთხვევაში საქართველოში 1 ბილეთის ფასი 500 ლარს აჭარბებს, საბერძნეთში კი, "გადამყიდველებთან" განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მატჩების ბილეთი €300-ს აჭარბებს.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2024 გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება, ხოლო საქართველოსა და საბერძნეთს შორის გამარჯვებული F ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მეტოქეებად პორტუგალია, თურქეთი და ჩეხეთი ეყოლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები