მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა ბევრი ნაკრების პროგრამა მინიმუმი და ზოგისთვისაც ოცნებაა, თუმცა ეს ოცნება იაფი ნამდვილად არ ღირს. ავიაბილეთები, სასტუმრო, გადაადგილება, ყოველდღიური ხარჯები და ეს ყველაფერი არამარტო 26 ფეხბურთელისთვის, არამედ მთელი დელეგაციისთვის, რომელთა რაოდენობამაც შეიძლება 100-ს მიაღწიოს. საბოლოო თანხა ხშირად რამდენიმე მილიონ დოლარსაც აჭარბებს. 2026 წლის მუნდიალი ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იყო და მასთან ერთად რეკორდულ ნიშნულს მიუახლოვდა გუნდების ხარჯებიც. მაშ, რეალურად რა ღირს FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა და რა თანხის გაღება უწევს ფიფას თუ სხვადასხვა ფედერაციას ნაკრების უდიდეს საფეხბურთო დღესასწაულზე გასამგზავრებლად?


































