მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ღირს საქართველოში იახტის დაქირავება?

კატერი

“რამზეს იახტსის” დამფუძნებლის და მმართველი პარტნიორის გიორგი ჩიკვაიძის თქმით, საქართველოში მოთხოვნა ძირითადად დაბალი კლასის კატერებზეა, რომელთა ფასი საათში 200 ლარია. რაც შეეხება მაღალი დონის იახტის ქირაობას, დღიური ფასი საშუალოდ 3 500-იდან 4 000 ლარამდეა.

„წელს ყიდვაზე მოთხოვნა იმაზე ნაკლებია ვიდრე შარშან იყო, თუმცა ორი ძალიან დიდი პროექტი გვაქვს და აქცენტი გადატანილი გვაქვს ამ ორი მეგა იახტკლუბის მშენებლობაზე. რაც შეეხება პატარა კატერებს, წელს ორი მცურავი ობიექტი უკვე დასრულდა და განვახორციელებთ ტრანსპორტირებას უახლოეს პერიოდში.

კატერები და იახტების გაქირავებას რაც შეეხება, აქ პირიქით, წელს უფრო დიდია მოთხოვნა, რაც მოდის ტურისტული კომპანიებიდან. ძირითადად იახტკლუბში პატარა ზომის კატერები ქირავდება, ნაკლებად - ახალი მაღალი კლასის იახტები და კატერები, თუმცა დროთა განმავლობაში ესეც დაიხვეწება. ამ ბიზნეს დღეს ინდივიდუალური პირები ან მფლობელები აკეთებენ. დაბალი დონის კატეგორიები საათში 200 ლარი ჯდებოდა, მაღალი დონის იახტა ერთი დღე, რომელიც მოიცავდა კაპიტანს და საწვავს, 3500-4000 ლარი.“ - განაცხადა გიორგი ჩიკვაიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები