შემოდგომის პირველი თვე მევენახეებისთვის რთულად დაიწყო. ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზარალა. სტიქიისგან მიყენებული ზარალის მინიმალურზე დაყვანა სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების გამოყენებით შესაძლებელია და მნიშვნელოვანია ისიც, რომ ასეთი საწარმო საქართველოში ოფიციალურად არსებობს. სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებზე წარმოება, აქამდე, სატესტო რეჟიმში მიმდინარეობდა, მიმდინარე წლიდან კი შეკვეთებზე მუშაობა სრული დატვირთვით მიმდინარეობს. რა ღირს სეტყვის საწინააღმდეგო ბადეები, რომელიც ადგილზე, ჩვენს ქვეყანაში იწარმოება და როგორია მოთხოვნა სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული კომპანიების თუ რიგითი მევენახეების მხრიდან?
სტუმარი: ავთანდილ მაისურაძე - “აგრობადეს” დამფუძნებელი.