“თიბისი კაპიტალის” მონაცემებით, გასულ წელს ქუჩის გასაქირავებელი სავაჭრო ობიექტების ფასები 11%-ით გაიზარდა. კომერციული ფართები ყველაზე ძვირი ვაკეში იყო, სადაც ქუჩის სავაჭრო ობიექტის ღირებულება კვადრატულ მეტრზე $27.2 -ს აღწევდა. ღირებულების მიხედვით, $26.8-ით, მეორე ადგილზეა ჩუღურეთი. ყველაზე იაფი კომერციული კი ობიექტი ნაძალადევსა და სამგორში ღირდა. ფასი ამ ორ უბანში 15$-ის ფარგლებში მერყეობდა. კომერციული ფართების გაქირავება გასულ წელს სავაჭრო ცენტრებშიც გაძვირდა. კვადრატულ მეტრზე სავაჭრო ცენტრებში ფასი გაზრდილი იყო დაახლოებით 8%-ით. ამასთან მნიშვნელოვანი ზრდა იყო საოფისე ფართებზეც. საოფისე ფართების ფასი ყველაზე მეტად ვაკეში გაიზარდა 66%-ით, 45%-იანი ნიშნულით კი საბურთალოს ცენტრებში დაფიქსირდა.
სტუმრები:
ლილე მხეიძე - შპს ჯორჯიან ფროფერთი მენეჯმენთის უძრავი ქონების მენეჯერი;
ანი გოგაძე - შპს ჯორჯიან ფროფერთი მენეჯმენთის უძრავი ქონების მენეჯერი;