მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ღირს Virgin Galactic-ით კოსმოსში გასეირნება?

virgin

საავიაციო-საინჟინრო კომპანია Virgin Galactic-მა კოსმოსური ტურიზმის მიმართულებით ბილეთების გაყიდვა 3-ჯერ უფრო ძვირად, 750,000 დოლარად განაახლა.

ფასის მნიშვნელოვანი ზრდა ახალი თაობის ხომალდების ექსპლუატაციაში გაშვებას უკავშირდება.

პირველი კომერციული ფრენების განხორციელებას მილიარდერ რიჩარდ ბრანსონის კომპანია 2026 წლის ბოლოსთვის გეგმავს, მას შემდეგ, რაც სატესტო რეჟიმში სისტემების შემოწმება უახლოეს თვეებში დასრულდება.

ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, საოპერაციო ხარჯების დასაფარად კაპიტალის მოზიდვა პრიორიტეტულ ამოცანად რჩება, ამიტომ ბილეთების ღირებულებაც გაზრდილია, თუმცა ამის მიუხედავად, კოსმოსში მოგზაურობის მსურველთა რაოდენობა სტაბილურად მაღალია.

ცნობისთვის, Virgin Galactic-ი 2004 წელს დაარსდა. ის ერთ-ერთი პიონერია კოსმოსური ტურიზმის სფეროში. კომპანიამ უკვე გაყიდა ორბიტალური ფრენის ბილეთები 1,000-მდე მომხმარებელზე, ერთი ბილეთის საშუალო ფასი გასული წლების განმავლობაში 250,000 დოლარი იყო, ანუ ის 3-ჯერ არის გაძვირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები