"ის საპროცენტო განაკვეთები, რომლებც არის ჩვენს ეკონომიკაში, ხელს უშლის მეწარმეობის მასშტაბურ განვითარებას",- ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა გასულ კვირას განაცხადა. Bm.ge დაინტერესდა რა ღირს ფული ბიზნესისთვის საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ?
ბოლო მონაცემები ამ მიმართულებით საერთაშორისო სავალუტო ფონდს აქვს გამოქვეყნებული. გაზომილია, ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთები ბიზნესისთვის.
IMF-ის ინფორმაციით, 2017 წელს რეზიდენტ იურიდიულ პირებს სესხის აღება ეროვნულ ვალუტაში საშუალოდ 11.5%-ად შეეძლოთ:
მოლდოვა - 10.36%
საქართველო - 11.49%
რუსეთი (2016 წ.) – 11.83%
სომხეთი - 14.41%
უკრაინა - 16.38%
აზერბაიჯანი - 16.54%
თუ წლების მიხედვით დინამიკას გადავხედავთ, ყველა ამ ქვეყანაში საპროცენტო განაკვეთების შემცირების ტენდენცია იკვეთება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემები აჩვენებს, რომ რაც უფრო განვითარებულია ეკონომიკა, მით უფრო ნაკლებია საპროცენტო განაკვეთები სესხებზე. მაგალითად:
უნგრეთი - 1.48%
იტალია - 3%
აშშ (2016წ) – 3.51%
ჩეხეთი - 3.59%
ჩინეთი - 5%
ბულგარეთი - 5.55%
რუმინეთი - 5.57%
ამის პარალელურად მსოფლიოს დაბალ განვითარებულ ქვენებში ნახავთ ისეთ საპროცენტო განაკვეთებს, როგორიცაა წლიური 60%:
მადაგასკარი - 60%
ბრაზილია - 46.92%
არგენტინა - 31.24%
მოზამბიკი -27.86%
მონღოლეთი - 20%

























