მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ღირს და რამდენი ხანი ძლებს kohi.ge-ს სახლები?

6159ad514ed90
მარიამ იზორია
03.10.21 18:00
1814
ფინური მეთოდით კარკასული ხის სახლებისა და კოტეჯების მშენებელი ქართული კომპანიის kohi.ge-ს გენერალური დირექტორი ოქსანა ლომიძე გადაცემა „ქალების ნარატივში“ ამბობს, რომ კომპანია მაქსიმალურად ცდილობს მომხმარებელს ყველაზე მისაღები ფასი შესთავაზოს და ამისთვის მომხმარებლისთვის ახალი შეთავაზებებიც აქვთ.

„ნედლეული დაახლოებით 3-4-ჯერ გაგვიძვირდა, რამაც ფასების მომატება გამოიწვია, თუმცა, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ბაზარზე ყველაზე მისაღებ ფასს ვინარჩუნებთ, ამასთან, ახალი შეთავაზება გვაქვს, რაც მხოლოდ შავი კარკასის აშენებას გულისხმობს და ამ შემთხვევაში 1 კვ.მ-ის ფასი 200 ლარია. რაც შეეხება ჩვენი ხის სახლების გამძლეობას, ეს მასალაზეა დამოკიდებული, თუმცა, ჩვენ მიერ გამოყენებული ტექნოლოგიით აშენებული სახლის მდგრადობა მინიმუმ 70 წელია, გარე ფასადის შემთხვევაში კი ყველაფერი მოვლაზეა დამოკიდებული, დაახლოებით, 5 წელი გარე ფასადს არაფერი დასჭირდება, შემდგომ კი მცირედი გადაღებვაც საკმარისია“ - აღნიშნავს ოქსანა ლომიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები