მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ღირს იახტის შეძენა საქართველოში?

62e44a808a8ac
ლიკა გურაბანიძე
31.07.22 00:00
9315
Azimut Yachts-ი იტალიური იახტების მწარმოებელი კომპანიაა, რომლის ფილიალი საქართველოში 2017 წლიდან არსებობს. 
ამჟამად, საქართველოში, Azimut Yachts-ის პროდუქციის საწყისი ფასი 300-400 ათასი ევროა და ის იახტის ზომიდან გამომდინარე მზარდია. 

როგორც “Azimut Yachts საქართველოს” წარმომადგენლობის ხელმძღვანელი გიორგი ჩიკვაიძე Forbes-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, შესაძლოა იგივე ფასად, მეორადი იახტის შეძენაც, თუმცა ზომა ახალზე 2-3-ჯერ დიდი იქნება. გიორგი ჩიკვაიძის განმარტებითვე, მეორად იახტებს Azimut Yachts-ის მთავარი ოფისის მიერ ინსნპექტირება უნდა ჰქონდეს გავლილი. 

Azimut Yachts-ის ქართულმა წარმომადგენლობამ 2019 წლის შემდგომ ქვეყანაში ჯამში 17 მცურავი საშუალება, მათ შორის იახტა და კატერი გაყიდა. 

“საქართველოს ერთი პრივილეგია აქვს, რომ იახტები განბაჟების გადასახადისგან გათავისუფლებულია. ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, იახტების ფასი,  განბაჟების გადასახადის გამო 18%-დან 30%-მდე უფრო მაღალია. ნებისმიერ ქვეყანაში საიახტო ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გზაა ეკონომიკური წინსვლისთვის.

2019 წლის ბოლოს პირველი კატერი გავყიდეთ. 2020-2021 პანდემიის პირობებში 12 მცურავი ობიექტი გაიყიდა. 2022 წელს კი იმ კატეგორიის 4 იახტა გაიყიდა, რომლის კომერციალიზაციასაც 5 წელში ველოდებოდით. ჩვენ ის კომპანია ვართ, ვინც საქართველოში მსგავსი ბიზნესი პირველებმა გავაკეთეთ. ეს საქმე საერთაშორისო დონეზე საკმაოდ რთულ და რისკის შემცველ საქმიანობადაა მიჩნეული იმიტომ, რომ საკმაოდ დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული. გასულ სამ წელში დამკვეთების მხრიდან გაღებულმა რისკებმა და ჩვენს მიერ შესრულებულმა სამუშაოებმა ადამიანებში მეტი ნდობა გააჩინა. სწორედ ამიტომ იახტები საქართველოში წარმატებულად იყიდება,” - აღნიშნა მან.

კომპანია დღეს 10 მეტრიდან 35 მეტრამდე იახტას აწარმოებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები