კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მონაცემებით, საქართველოში 500 მბ-იანი მობილური ინტერნეტის საშუალო ფასი 2,91 ევროა. 2017 წელს საქართველოში არსებული მობილური ფართოზოლოვანი ინტერნეტის ფასების ევროპულ ქვეყნებში არსებულ ფასებთან შედარებისთვის, კომუნიაკციების კომისიამ ევროკომისიის დაკვეთით საკონსულტაციო ჯგუფის „Van DIJK Consultanst” -ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში გამოიყენა, რომლის მეთოდოლოგიაც უპირატესობას ანიჭებს წინასწარი გადახდის სატარიფო გეგმებს და დამუშავებულია ევროპის 31 ქვეყნის, ასევე ამერიკისა და კორეის სატარიფო პაკეტები. ტარიფები განიხილება გადასახადების ჩათვლით და არ ითვალისწინებს აქტივაციის საფასურს, პრომო აქციებსა და სხვა დამატებით გადასახადებს (მაგ. Device charge). განიხილება ერთთვიანი 500 მბ-იანი და 1000 მბ-იანი ინტერნეტ პაკეტები. კვლევაში განხილულია სტანდარტული პაკეტები (standalone)13 და გამოყენებულია ფასი გამოსახული ევროში, ეროვნული ვალუტის მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით (Euro PPP).
