მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ღირს საქართველოში Airbnb-ით ბინის დაქირავება

5b9faa6b6cf2d
BM.GE
17.09.18 17:21
1150
Airbnb-ის მიხედვით ბინების საშუალო ფასმა საქართველოში აგვისტოში $45 შეადგინა.

PMCG კვლევის მიხედვით, ტურისტების მიერ ყველაზე ხშირად მონახულებად ადგილებს შორის (2017 წლის მიხედვით) ფასების განაწილება აგვისტოში შემდეგია: თბილისი - 42$, ბათუმი -46$, ყაზბეგი - 50$, მცხეთა - 37$, გუდაური - 89$, ქუთაისი -31$, სიღნაღი - 27$, ბორჯომი - 32$, ქობულეთი - 46$.

რაც შეეხება სასტუმროებს, სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის აგვისტოში, ივლისის თვესთან შედარებით, 0.01%-ით გაიზარდა. სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასები ყველაზე მეტად გურიაში - 7.6%-ით და იმერეთში - 1.4%-ით გაიზარდა. გურიის სასტუმროების ფასების ზრდა, ძირითადად, ურეკის (14%) სასტუმროების ფასების ზრდამ განაპირობა. იმერეთის სასტუმროების ფასების ზრდა ძირითადად განაპირობა ქუთაისის სასტუმროების ფასების ზრდამ (1.5%)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები