მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ღირს საქართველოში პლასტიკური ოპერაციები?

640646c90d38f
ლიკა მეგუთნიშვილი
07.03.23 00:00
6497
პლასტიკურ ქირურგიაში ესთეტიკური აპარატურები, კოსმეტიკური საშუალებები თუ სხვა საჭირო მასალები იმპორტირებულია. პანდემიის და შემდეგ ომის გამო მიწოდების ჯაჭვის დარღვევამ, ლოგისტიკური და ტრანსპორტის ხარჯების ზრდამ, მსოფლიოში მაღალმა ინფლაციამ, ამ ყველაფერზე ფასის გაზრდა განაპირობა. გაზრდილი ხარჯი, პროცედურის ღირებულებაზეც აისახა და ფასის საშუალოდ 5-10%-ით გაზრდა განაპირობა.

საქართველოში პლასტიკური ქირურგიის პროცედურების ფასი, კლინიკებში განსხვავებულია, თუმცა, საშუალო ღირებულებას თუ განვსაზღვრავთ, 2 000 ლარიდან იწყება და ზოგ შემთხვევაში, 35 000 ლარსაც აღწევს.

„პლასტიკურ ქირურგიაში იმის მიხედვით, თუ რა მასშტაბის ოპერაცია ტარდება, ფასები შესაბამისია. თუ მცირე ქირურგიული ჩარევაა საჭირო ფასებიც უფრო დაბალია, მაგალითად 400-500 ლარი ღირს თვალიდან ყვითელი ლაქების მოშორება, ასევე ხალის პლასტიკა. თუმცა, სახის ოპერაციების დროს, რომლებიც ოთხ საათიანი ნარკოზით ტარდება და დიდი ჩარევაა საჭირო, ამ შემთხვევაში ფასი შეიძლება 16 000-17 000 ლარიც იყოს. რაც შეეხება ყველაზე მოთხოვნად ოპერაციებს, ფასი აქაც სხვადასხვანაირია, გააჩნია, რა სჭირდება პაციენტს. მაგალითად, მკერდის პლასტიკურ ოპერაციებზე ფასი 7 000 ლარიდან იწყება და 20 000 ლარს აღწევს. რინოპლასტიკის ღირებულება 2 500-დან 7-000 ლარამდე მერყეობს, ხოლო ლიპოსაქციის ფასი შეიძლება იყოს 2000 ან 5-6 ათასი, გააჩნია, რამდენად ბევრ ზონაზე ხდება ჩარევა“, - აცხადებს პლასტიკური ქირურგი გია გვარამია.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ბაზრისთვის, პლასტიკური ოპერაციები არც თუ ისე დაბალბიუჯეტურად ითვლება, საერთაშორისო ფასებთან შედარებით განსხვავება ნამდვილად დიდია.

როგორც გია გვარამია აღნიშნავს, ევროპის ქვეყნებსა თუ აშშ-სთან შედარებით, ხარისხიანი სერვისის მიიღება საქართველოში, 4-ჯერ ან 5-ჯერ ნაკლებ ფასადაა შესაძლებელი.

„ჩვენთან მკერდის გადიდების ოპერაცია თუ ღირს მაგალითად $3000-4000, საზღვარგარეთ ფასი $12 000-15 000-ის ფარგლებშია. რასაკვირველია, კონკურენციაში შევდივართ ასევე ხარისხის თვალსაზრისითაც, რომელიც ევროპისა თუ ამერიკის მაჩვენებელს ნამდვილად არ ჩამოუვარდება“, - აცხადებს გია გვარამია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები