რა ღირს სატაცური? - ამბის რკვევაში კი აღმოჩნდა, რომ როგორც ბიზნესების წარმომადგენლები ამბობენ წელს სეზონზე სატაცურის ფასი ქვეყანაში მაღალი ინფლაციის და გაძვირებული ნედლეულის ფონზე დაკორექტირდება. 1 კგ სატაცურზე ფასის ზრდა მინიმუმ 5 ლარით მოხდება. მაგალითად, თუ 2021 წელს პროდუქტი, 20 ლარი ღირდა, წელს 25 ლარი ეღირება. აღსანიშნავია ისიც, რომ წელს საქართველოში უამინდობის გამო სატაცურის მოსავლის მიღების პროცესი 2-3 კვირით დაგვიანდა.