ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნორვეგიაში, ნიდერლანდებსა და ისლანდიაში. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს.
კერძოდ, ნორვეგიაში პრემიუმი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,78 ევროს (დაახლოებით 5,48 ლარი საქართველოში არსებული დღევანდელი გაცვლითი კურსით), სუპერი ტიპის ბენზინი - 1,89 ევროს (დაახლოებით 5,82 ლარი), დიზელის საწვავი - 1,71 ევროს (დაახლოებით 5,27 ლარი); ნიდერლანდებში პრემიუმი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,73 ევროს (დაახლოებით 5,33 ლარი), სუპერი ტიპის ბენზინი - 1,80 ევროს (დაახლოებით 5,54 ლარი), დიზელის საწვავი - 1,50 ევროს (დაახლოებით 4,62 ლარი); ისლანდიაში პრემიუმი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,69 ევროს (დაახლოებით 5,21 ლარი, დიზელის საწვავი - 1,68 ევროს (დაახლოებით 5,18 ლარი);
ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: პრემიუმი ტიპის ბენზინის ფასი - 0,60 ევრო (დაახლოებით 1,85 ლარი), სუპერი ტიპის ბენზინი - 0,70 ევრო (დაახლოებით 2,16 ლარი), დიზელის საწვავი - 0,62 ევროს (დაახლოებით 1,91 ლარი).
ასევე უნდა აღინიშნოს საწვავის ფასი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, როგორებიც არიან სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდავეთი. კერძოდ, სომხეთში - 1 ლიტრი პრემიუმი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 0,85 ევროს (დაახლოებით 2,62 ლარი), სუპერი ტიპის ბენზინი - 0,88 ევროს (დაახლოებით 2,71 ლარი), დიზელის საწვავი - 0,83 ევროს (დაახლოებით 2,56 ლარი); აზერბაიჯანში - პრემიუმი ტიპის ბენზინის ფასი - 0,77 ევროს (დაახლოებით 2,37 ლარი), სუპერი ტიპის ბენზინი - 0,83 ევროს (დაახლოებით 2,56 ლარი); დიზელის საწვავი - 0,31 ევროს (დაახლოებით 0,95 ლარი); უკრაინაში - პრემიუმი ტიპის ბენზინის ფასი - 1,02 ევროს (დაახლოებით 3,14 ლარი), სუპერი ტიპის ბენზინი - 1,06 ევროს (დაახლოებით 3,26 ლარი), დიზელის საწვავი - 0,99 ევროს (დაახლოებით 3,05 ლარი); მოლდავეთში - პრემიუმი ტიპის ბენზინის ფასი - 0,96 ევროს (დაახლოებით 2,96 ლარი), სუპერი ტიპის ბენზინი - 1,01 ევროს (დაახლოებით 3,11 ლარი), დიზელის საწვავი - 0,86 ევროს (დაახლოებით 2,65 ლარი).