ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი გაიზარდა 0,03 ევროთი/ლიტრაზე და შეადგენს საშუალოდ 1,27 ევროს/ლიტრაზე, A-98 მარკის ბენზინის საშუალო ფასი გაიზარდა 0,03 ევროთი/ლიტრაზე და შეადგინს საშუალოდ 1,33 ევროს/ლიტრაზე, ხოლო დიზელის საწვავის ფასი გაიზარდა 0,01 ევროთი/ლიტრაზე და შეადგენს საშუალოდ 1,22 ევროს/ლიტრაზე.
ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნორვეგიაში, ნიდერლანდებსა და ისლანდიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით, 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს. კერძოდ, ნორვეგიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,75 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,85 ევროს, დიზელის საწვავი - 1,64 ევროს; ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,80 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,87 ევროს, დიზელის საწვავი - 1,47ევროს;ისლანდიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,71 ევროს, დიზელის საწვავი - 1,69 ევროს;
ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,61 ევრო , A-98 მარკის ბენზინი - 0,71 ევრო, დიზელის საწვავი - 0,65 ევროს.
ასევე, უნდა აღინიშნოს საწვავის ფასი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, კერძოდ, სომხეთში - 1 ლიტრი A-92 მარკის ბენზინის ფასი შეადგენს 0,76 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი შეადგენს 0,80 ევროს, A- 98 მარკის ბენზინი - 0,83 ევროს, დიზელის საწვავი - 0,78 ევროს;
აზერბაიჯანში - A-92 მარკის ბენზინის ფასი - 0,47 ევრო, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,79 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 0,84 ევროს; დიზელის საწვავი - 0,31 ევროს;
უკრაინაში - A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,96 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,00 ევროს, დიზელის საწვავი - 0,94 ევროს;
თურქეთში - - A-95 მარკის ბენზინის ფასი - 1,08 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,09 ევროს, დიზელის საწვავი - 0,99 ევროს;
მოლდავაში - A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,94 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 0,98 ევროს, დიზელის საწვავი - 0,85 ევროს.

























