მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ღირს სიგარეტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში?

5c5ab69be2c22
ლევან თაღიაშვილი
06.02.19 18:20
10877

Health 24-ის მიხედვით, დედამიწაზე სიგარეტს 1.1 მილიარდი ადამიანი ეწევა. დღეში 15 მილიარდი ღერი სიგარეტი იყიდება, წუთში კი - 10 მილიონი.

1 ღერში 4000 სხვადასხვა სახის ტოქსიკური ნივთიერებაა აღმოჩენილი. მსოფლიოს მასშტაბით, მაღალშემოსავლიან ქვეყნებში ქალბატონების 50% აქტიური მწეველია. მათი რაოდენობა 85 მილიონს აღწევს, საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში კი, მწეველების რაოდენობა 765 მილიონია.

რაც შეეხება თამბაქოს ფასს, 1 შეკვრა Marlboro ყველაზე ძვირი ავსტრალიაში ღირს და მისი ფასი $20.37 შეადგენს. შემდეგ მოდის ახალი ზელანდია, $18.54-ით, ირლანდია $13.68-ით, ნორვეგია $13.54-ით, ხუთეულს კი დიდი ბრიტანეთი კრავს, $12.95-ით.

საქართველოში Numbeo-ს მონაცემებით, 1 შეკვრა Marlboro $1.8 ღირს, სომხეთში - $1.23, აზერბაიჯანში - $2.35, თურქეთში - $2.5, რუსეთში კი $2.13,

ევროპის კონტინენტზე ხუთეული ასე ნაწილდება:

1) ირლანდია - $13.68
2) ნორვეგია - $13.54
3) დიდი ბრიტანეთი - $12.95
4) ისლანდია - $10.9
5) საფრანგეთი - $9.12