მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ღირს წყალბადის წარმოება?

646e70dd13f05
ალა ისპირიანი
25.05.23 00:30
1310
საქართველო მწვანე წყალბადის განვითარებისთვის საპილოტე პროექტს იწყებს, რაც ქვეყანაში საპილოტე საწარმოს და ასევე მისი სრული ღირებულებითი ჯაჭვის აწყობას გულისხმობს. საპილოტე პროექტში ჩართულია „გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი“, რომელიც შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკურ და სხვა საჭირო კვლევებს დააფინანსებს.

როგორც ირკვევა, პირველ ეტაპზე, წყალბადის გამოყენება ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში განიხილება, თუმცა სამომავლოდ არც მისი უფრო ფართოდ დანერგვა და ექსპორტი გამოირიცხება. აღსანიშნია, რომ მწვანე წყალბადი მიიღება ელექტროლიზის საშუალებით. მის მისაღებად კი განახლებადი ენერგიის წყაროები ქარი, მზე და ჰიდრო ენერგეტიკა გამოიყენება.


ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრის სალომე ჯანელიძის განცხადებით, მწვანე წყალბადის წარმოების პოტენციალი საქართველოში დიდია, რადგან განახლებადი ენერგიების საკმაოდ კარგი პოტენციალია და შეგვიძლია ეს ენერგია წყალბადის საწარმოებლად გამოვიყენოთ.

მან გადაცემა „საქმის კურსში“ წყალბადის წარმოების ღირებულებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ იგი საკმაოდ ძვირი ჯდება.

„წყალბადის მთელი ცისარტყელა არსებობს, მაგალითად არის ცისფერი წყალბადი, რომელიც ბუნებრივი გაზის მეშვეობით იწარმოება მაგრამ ამ დროს ნახშირორჟანგის დამჭერი და შემნახველი გამოიყენება.

როდესაც გაზის მეშვეობით ხდება წყალბადის წარმოება მისი ღირებულება დაახლოებით 50 ცენტიდან 1.7 დოლარამდეა - გააჩნია რა ფასად ხდება ბუნებრივი გაზის შეძენა.

როდესაც დამჭერი ტექნოლოგიები გამოიყენება ამ დროს 2-დან 3 დოლარამდეა ფასი. მწვანე წყალბადის შემთხვევაში კი ფასი 3-დან 7 დოლარამდე მერყეობს. საკმაოდ ძვირი ტექნოლოგიაა მიუხედავად იმისა, რომ ახალი ტექნოლოგია არ არის“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები