მიმდინარე წლის სეზონზე ბათუმში სხვადასხვა კულტურული, სპორტული და ინტელექტუალური ღონისძიებაა დაგეგმილი. კერძოდ 11-18 ივლისს ,,აჭარის სკაუტების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ბანაკი - „სკაუტარიუმი“ ჩატარდება.
10-დან 25 აგვისტოს ჩათვლით შავი ზღვისპირეთის ქალაქი მონოპიესების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს, რომელიც 26 აგვისტოდან სამი დღის განმავლობაში კლასიკური მუსიკის სართაშორისო ფესტივალით გაგრძელდება.
2-12 სექტემბერს ჩატარდება ელისო ბოქლვაძის ბათუმის კლასიკური მუსიკის ფესტივალიც. 16-23 სექტემბერს კი ბათუმში საავტორო ფესტივალის XIII საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.
5-დან 10 სექტემბრის ჩათვლით ტურნირი ჩატარდება სპორტულ ტანვაჯიშში, 7-დან 10 სექტემბრამდე კი საერთაშორისო ტურნირი გაიმართება მინი ფეხბურთში. დროის ამავე პერიოდში (7-10 სექტემბერი) ჩატარდება საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაშიც.
აღსანიშნავია, რომ წელს ბათუმი 30 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, საპლიაჟო ფრენბურთში აღმოსავლეთ ევროპის ზონალური ასოციაციის (EVZA) ჩემპიონატს უმასპინძლებს. როგორც აჭარის მერიაში აცხადებენ მიმდინარე სეზონზე სხვადასხვა ტიპის გასართობი ღონისძიებები აქვს დაგეგმილი აჭარის მთავრობასაც.