მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გვიჯდება ხელისუფლების დაქირავება?

გადასახადის გადამხდელებს სახელმწიფო ბიუროკრატიის ხარჯი გაეზარდათ. კულტურის სამინისტროსგან გამოყოფილი სპორტის სამინისტროს ხარჯზე სამინისტროების რაოდენობა 13-მდე იზრდება, 10%-ით იმატებს საჯარო სექტორში დასაქმებულთან ანაზღაურება და გაცილებით მკვეთრი ზრდაა თანამდებობის პირთა ხელფასებში. 1 -ელი იანვრიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის ხელფასი 13 300 ლარი იქნება - მინისტრების, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეების კი 11 305 ლარი. 2.5-ჯერ გაიზარდა დეპუტატების ხელფასები და მთლიანობაში 2025 წლიდან პარლამენტში შრომის ანაზღაურება 10 მლნ-ით 53.9 მლნ ლარამდეა გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები