საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საერთაშორისო ენერგეტიკულმა კომპანია სოკარმა რამდენიმე თვის წინ დახურა გარიგება და შეიძინა ერთ-ერთი წამყვანი იტალიური ნავთობ კომპანია იტალიანა პეტროლი, რომლის წარმოებული იტალიური საწვავის პირველი პარტია საქართველოში რამდენიმე თვის წინ შემოვიდა. მას შემდეგ, ჩვენი თხოვნით სოკარმა დაგეგმა საქმიანი ვიზიტი იტალიაში, სადაც ჩვენი თხოვნის შესაბამისად მოეწყო სრული ტური, თუ როგორ იტვირთება და რა პირობებში იტალიური საწვავი რომელიც უკვე მეორედ მოემართება საქართველოსკენ, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის ავტოგასამართ სადგურებზე?






























