მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა იცვლება ფარმაცევტული კომპანიებისთვის - (GMP) სტანდარტი

BM.GE
02.11.21 18:27
1506
2022 წლიდან, ფარმაცევტული პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ფარმაცევტული საწარმოებისა და დისტრიბუტორებისთვის ახალი სტანდარტი ამოქმედდება. კერძოდ, 2022 წლის 1 იანვრიდან, ფარმაცევტულმა საწარმოებმა კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) სტანდარტი უნდა დააკმაყოფილონ. ამასთან, 2022 წლიდან, ფარმაცევტული პროდუქციის დისტრიბუტორებს, ასევე კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის (GDP) სტანდარტის დაცვა მოუწევთ. როგორც რეგულირების სააგენტოში განგვიმარტეს, GDP-ს სტანდარტზე გადასვლის შემთხვევაში გამოცხადებულია ჰიბრიდული პერიოდი და კომპანიებს ახალ სტანდარტზე გადასვლა ეტაპობრივად, 2022 წლის იმ კონკრეტულ თვემდე შეუძლიათ, როდესაც საქმიანობის ნებართვა აქვთ მიღებული. რას ფიქრობს კერძო სექტორი, რამდენად მისაღებია მათთვის არსებული გადაწყვეტილებები?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები