მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა იცვლება “მეწარმეთა შესახებ” ახალი კანონით?

BM.GE
10.01.22 13:25
1795
2022 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა სრულად განახლებული კანონი „,მეწარმეთა შესახებ“. აქამდე ქვეყანაში არც მეტი არც ნაკლები 1994 წელს მიღებული სამართლებრივი ჩარჩო მოქმედებდა. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს კანონში საკმაოდ მასშტაბური ცვლილებები შევიდა და დიდწილად გამარტივდა რეგულირება. ღიად დარჩა რიგი საკითხებისა, რომლებზე პასუხებსაც კანონში ვერ ამოიკითახვდით. ამიტომ მისი სრულად ჩანაცვლება გადაწყდა და გასული წლის ზაფხულში, რამდენიმეწლიან მუშაობას პარლამენტმა წერტილი დაუსვა - მეწარმეთა შესახებ სრულად ახალი კანონი მიიღეს. პარლამენტის ახალბედა თავმდჯომარემ შალვა პაპუაშვილმა მას უკვე უწოდა 2021 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება. 

მეწარმეთა შესახებ ახალი კანონი სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა დაფუძნების, რეგისტრაციის საკითხებსა და პროცედურებს აწესრიგებს. ცვლილებებია სააქციო საზოგადოებისა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოს რეგისტრაციაში. სააქციო საზოგადოების დაფუძნებისთვის საჭიროა კაპიტალის მინიმალური ოდენობის 100,000 ლარამდე გაზრდა და ა.შ. 

სტუმარი: ნიკოლოზ აბუთიძე - დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე;
 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები