მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა იქნება ტრამპის და სი ძინპინის შეხვედრის მიზანი?

ტრამპი და სი 2

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი მიმდინარე კვირას სტრატეგიულ შეხვედრას მართავენ, სადაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ხელოვნური ინტელექტის სწრაფ განვითარებასთან დაკავშირებული რისკები და უსაფრთხოების მექანიზმებია.

ლიდერების შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე, აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა და ჩინეთის ვიცე-პრემიერმა ჰე ლიფენგმა AI-ის მიმართულებით ორმხრივი დიალოგის ფორმატის შექმნაზე იმსჯელეს. ინიციატივა ხელოვნური ინტელექტის მიერ გამოწვეული უსაფრთხოების ინციდენტების დროს სწრაფი საკომუნიკაციო არხის ამოქმედებას ისახავს მიზნად, რათა შემთხვევით აშშ-ჩინეთს შორის კონფლიქტის წამოწყება თავიდან იქნეს არიდებული.

მოლაპარაკებების პარალელურად, მხარეებს შორის ტექნოლოგიური დაპირისპირება კვლავ მწვავე ფაზაში რჩება. შეერთებული შტატები ჩინეთისთვის NVIDIA-ს უახლეს ჩიპებზე წვდომის შეზღუდვას განაგრძობს, რასაც პეკინი არასამართლიან სავაჭრო პრაქტიკად აფასებს. ამასთან, ამერიკული მხარე ჩინურ კომპანიებს ამერიკული მოდელების მონაცემების უკანონო გამოყენებაში, ანუ „დისტილაციაში“ ადანაშაულებს. სკოტ ბესენტმა იმ ჩინური კომპანიების მიმართ, რომლებიც აღნიშნულ პრაქტიკას მიმართავენ, სანქციების დაწესების მუქარა უკვე გააჟღერა.

ექსპერტების შეფასებით, პეკინი ვაშინგტონისგან ჩინური AI მოდელების აღიარებასა და ჩიპებზე დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას ითხოვს. საპასუხოდ, ამერიკული მხარე ჩინეთისგან ინვესტიციებს და ხელსაყრელ სავაჭრო პირობებს მოითხოვს.

ცხადია, AI-ის გარდა, აშშ-ის დედაქალაქში სი ძინპინის ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ახალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებაა, რადგან ძველ დოკუმენტს ორ თვეში გასდის ვადა, ხოლო ახალი ჩართო-შეთანხმება გასაჯაროებული ჯერაც არ არის. შესაბამისად, ლიდერების შეხვედრის ორი მთავარი თემა AI და ვაჭრობაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები