მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა იწვევს ავტოსაგზაო შემთხვევებს რიკოთზე?

12 აგვისტოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, რიკოთის ისტორიული გვირაბის პარალელურად, ახალი 1 800 მ-იანი გვირაბის მშენებლობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა.

ბოლო 20 დღეა ავტოტრანსპორტი ახალი გვირაბით მოძრაობს, ძველ გვირაბში კი სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. აქ დაგეგმილია გზის საფარის განახლება, სანათების და საგზაო უსაფრთხოების სისტემების გამოცვლა.

ამ დროისათვის, ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს რიკოთის ახალი ჩქაროსნული გზის 36 კმ-ით, რომელიც მოიცავს 77 ხიდსა და 43 გვირაბს. რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში 52 კმ სიგრძის 4 ზოლიანი, ჩქაროსნული გზა 51 გვირაბი და 97 ხიდი შენდება. რიკოთის 51 გვირაბიდან 50 გვირაბი და 97 ხიდიდან 89 ხიდი უკვე აშენებულია.

ახალი გვირაბების გახსნასთან ერთად იმატა ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობამ. 2 დღის წინ რიკოთის გვირაბში 5 ავტომობილი დაიმტვრა, 20 აგვისტოს იგივე ლოკაციაზე ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა.

რა იწვევს ახალგახსნილ გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევებს?

სტუმარი: ირაკლი იზორია - ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები