მძიმე იყო გასული კვირის მიწურული საქართველოში. რაჭის ტრაგედიიდან 1 თვის შემდეგ 8 სექტემბერს, გურიის მხარესა და აჭარაში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვია.
ძლიერი ნალექის შედეგად დაიტბორა და დაინგრა საცხოვრებელი სახლები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, საველე სავარგულები, ჩამოშლილია მიწის მასები და რაც ყველაზე ტრაგიკულია პროცესებს მოჰყვა მსხვერპლი, ათეულობით ოჯახი კი ევაკუირებულია.
მეწყერი ჩამოწვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაქვინჯშიც, საიდანაც ერთი ოჯახი ევაკუაცია განხორციელდა. შესაბამისი სამსახურები ამ დრომდე დასავლეთ საქართველოში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ მონაცემებს ითვლიან. რა იწვევს მეწყერსაშიში ზონების გააქტიურებას და რამდენად მომზადებული ხვდება ქვეყანა ამ მხრივ არსებულ გამოწვევებს?
სტუმარი: ნინო ჩხობაძე - „მწვანეთა მოძრაობის" თავმჯდომარე;