1 აპრილიდან ბაზრობის ტერიტორიაზე განთავსებული სავაჭრო ობიექტებისთვის ინფორმაციის წარდგენის წესი იცვლება. ფინანსთა მინისტრის მიერ ხელმოწერილი ბრძანების მიხედვით, ბაზრობის ტერიტორიაზე საქონლის სარეალიზაციოდ განკუთვნილი სტაციონარული სავაჭრო ობიექტების და არასტაციონარული სავაჭრო ადგილების მეიჯარის მიერ ინფორმაციის წარდგენა ახალ წესებს უნდა დაექვემდებაროს. კერძოდ, პირი რომელიც ერთ დღეზე მეტით, იჯარით ან ქვეიჯარით იქირავებს ბაზრობაზე ადგილს ვალდებულია, საგადასახადო ორგანოს ელექტრონულად წარუდგინოს ინფორმაცია ეკონომიკური საქმიანობის შესახებ. პირი ინფორმაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა. რა იცვლება ტერიტორიაზე განთავსებული სავაჭრო ობიექტებისთვის ინფორმაციის წარდგენის წესში?
სტუმარი: დავით პაპიაშვილი - აუდიტორული კომპანია Kreston Georgia-ს მმართველი პარტნიორი;