მორიგი ცვლილებები DRG დაფინანსების სქემაში. ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ მიღმა რეანიმაციული შემთხვევების დაფინანსებისა, ცვლილებების შეტანა იგეგმება მაღალტექნოლოგიური და კომბინირებული ოპერაციების დაფინანსების მიმართულებითაც. ამასთან, მიხეილ სარჯველაძე არ გამორიცხავს, რომ მაღალტექნოლოგიური ოპერაციების შემთხვევაში თანაგადახდის სისტემა შემოვიდეს. DRG დაფინანსების მოდელის გამოწვევებთან დაკავშირებით პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს, სადაც კომიტეტმა სამინისტროს წარმომადგენლებს საკუთარი რეკომენდაციები გააცნო.