მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ითვლება საქართველოში ხმების მოსყიდვად? - საარჩევნო კოდექსი

5bf28b776071d
შოთა ტყეშელაშვილი
19.11.18 15:40
1016
საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ უპრეცედენტო მასშტაბის ვალების ჩამოწერის აქცია დაანონსა. მისი თქმით, საქართველოს დაახლოებით 600,000 მოქალაქეს ბანკში, მიკროსაფინანსო დაწესებულებასა თუ ლომბარდში არსებული ერთ წელზე მეტი ხნით ვადაგადაცილებული დავალიანება ჩამოეწერება. აღნიშნული სასესხო პორტფელის ღირებულება 1.5 მილიარდ ლარს აღწევს და მას ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის თქმით, სრულად ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული ქართუ ფონდი დაფარავს. მინისტრის თქმით, ვალების ჩამოწერა 15 დეკემბრიდან დაიწყება და 2018 წლის დეკემბრის ბოლომდე გასტანს.

ფინანსთა მინისტრი უარყოფს ვალების ჩამოწერასა და საპრზიდენტო არჩევნებს შორის კავშირს უარყოფს და ამბობს, რომ ჭარბვალიანობის აღმოფხვრისთვის მამუკა ბახტაძემ მნიშვნელოვანი ცვლილებები ჯერ კიდევ რამდენიმე თვით ადრე დაანონსა. თუმცა, ოპოზიციის შეფასებით, აღნიშნული ნაბიჯი პირდაპირ არჩევნების მეორე ტურს უკავშირდება. 

საქართველოს საარჩევნო კოდექსში ხმების მოსყიდვის შესახებ ასეთი ჩანაწერია მოცემული

"არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნები­­­დან არჩევნ­ების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე აკრძალულია:

ა)  საარჩევნო სუბიექტების, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუ­ქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (მიუხედავად მათი ღირებულებისა), შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის (გარდა ამ კანონით გათვა­ლი­­სწინებული სააგიტაციო მასალისა) მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის და­პი­­რებით (მიუხედავად მათი ღირებულებისა);

ბ)  ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ პირადი ფულადი სახსრებით ან/და საარჩევნო სუბიექტის სახსრებით ისეთი სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა (გარდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოპოვებული სამუშაოს შესრულებისა ან მომსახურების გაწევისა), რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განეკუთვნება საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა კომპეტენციას.

საარჩევნო სუბიექტს, რომელიც უშუალოდ ან თავისი წარმომადგენლის ან მის სასარგებლოდ მოქმედი ნებისმიერი სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის მეშვეობით ეწეოდა ამ მუხლით გათვალისწინებულ აკრძალულ საქმიანობას, სასამართლოს გადაწყვეტილებით უუქმდება რეგისტრაცია ასეთი ფაქტების დადასტურების შემთხვევაში."- წერია კოდექსში. 


იურისტ ლევან ალაფიშვილის შეფასებით, აღნიშნული ინიციატივა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესწავლის საგანი აუცილებლად უნდა იყოს. 



გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები