მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა იწვევს გლობალურ ინფლაციას?

BM.GE
16.05.22 10:16
460
რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე სურსათით მომარაგების გლობალური საფრთხე შეიქმნა. რიგი განვითარებადი ქვეყნები უკვე მიანიშნებენ ისეთი პირველადი მოხმარების პროდუქტების დეფიციტზე, როგორებიცაა ხორბალი, სიმინდი, წიწიბურა, მზესუმზირა. გაეროს სურსათის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ქუ დონგუმ გასულ კვირას სასურსათო უსაფრთხოება კრიტიკულად შეაფასა და პირდაპირ მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს, რომ რუსეთმა შეწყვიტოს ოდესის პორტის ბლოკადა, ხოლო ალტერნატიულ გზად აქტიურად განიხილება უკრაინაში ჩარჩენილი ნედლეულის რკინიგზით ტრანსპორტირება რუმინეთის მიმართულებით. 

სურსათით მომარაგების რისკები მნიშვნელოვან კავშირშია და კიდევ უფრო ამძაფრებს გლობალურ ინფლაციას, რომელიც პანდემიის ფონზე 2021 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო და განვითარებულ ეკონომიკებშიც კი უკვე ორნიშნა მაჩვენებლებს უახლოვდება. გასულ თვეში სამომხმარებლო ფასების ინდექსების წლიური ზრდის მაჩვენებლებმა 8% შეადგინა როგორც აშშ-ში, ისე ევროზონაში, დიდ ბრიტანეთში და სხვა განვითარებულ ეკონომიკებში, ხოლო იმის გამო რომ საწარმოო ფასების ინდექსების ზრდა 10-20% ფარგლებში მერყეობს, უახლოეს პერიოდში ინფლაციის ტემპების შეჩერება მოსალოდნელი არ არის. 

აღნიშნული ფენომენი ცნობილია მიწოდების მხრდან ინფლაციის სახელწოდებით და დამატებითი გამოწვევის წინაშე აყენებს არა მხოლოდ ეკონომიკური პოლიტიკის მესვეურებს, არამედ უპირველესად მწარმოებლებსაც და მომხმარებლებს. 

სტუმარი: არჩილ იაკობაშვილი - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები