რიკოთზე მიმდინარე პროცესები კვლავ საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. გუშინ საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 169 კმ-ზე, რამდენიმე ადგილზე ჩამოსულმა მიწის შვავმა საავტომობილო მოძრაობა დროებით კიდევ ერთხელ შეზღუდა. ტერიტორიაზე მოძრაობა დაახლოებით 2 სთ-ში აღდგა, თუმცა კითხვები, რომელიც ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის უსაფრთხოების მიმართულებით არსებობს, კიდევ უფრო გაიზარდა. რა იწვევს რიკოთზე მიმდინარე პროცესებს, რას აცხადებენ სპეციალისტები და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები?