მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა იყო ნავთობიმპორტიორების მთავარი გამოწვევა 2018 წელს?

5c25d67fccd02
ბექა ბაციკაძე
28.12.18 11:43
711
ნავთობიმპორტიორთა კავშირი 2018 წლის შემაჯამებელ ანგარიშს აქვეყნებს. სადაც ბიზნესისთვის ორ მთავარგამოწვევაზე საუბრობს: პირველი, არასტაბილური და არაერთგვაროვანი საერთაშორისო ფასები ნავთობზე და ნავთობპროდუქტებზე.

ინფორმაციისთვის: მიმდინარე წელს ნავთობის ფასი მსოფლიო სანავთობო ბირჟებზე არაერთგვაროვნად იცვლებოდა. წლის დასაწყისში ნავთობის ფასი ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe სანავთობო ბირჟაზე შეადგენდა საშუალოდ 66-57 დოლარს/ბარელზე. აპრილის თვიდან ნავთობის ფასმა პერმანენტული მატება დაიწყო და მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია 9 ოქტომბერს - 85 დოლარი/ბარელზე. ნოემბრის შუა რიცხვებიდან ნავთობის ფასმა კვლავ კლება დაიწყო და დღეისათვის შეადგენს საშუალოდ 54.47 დოლარს/ბარელზე.

ნავთობიმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, მეორე მთავარი გამოწვევა იყო არასტაბილური ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში. შესაბამისად, საცალო ქსელში არსებული ფასები, რომელიც უმთავრესად დამოკიდებულია ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასსა და ეროვნული ვალუტის - ლარის გაცვლით კურსზე დოლართან მიმართებაში წლის დასაწყისიდან იცვლებოდა შემდეგნაირად: წლის დასაწყისში საქართველოს საცალო ქსელში ყველაზე მოხმარებადი რეგულარის ტიპის ბენზინის საცალო ფასი ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე შეადგენდა 2,23-2,34 ლარს/ლიტრაზე, პრემიუმი ტიპის ბენზინის - 2,33-2,46 ლარს/ლიტრაზე, დიზელის - 2,33-2,42 ლარს/ლიტრაზე. შემდეგ ის ეტაპობრივად მცირდებოდა მარტის თვის ბოლომდე. აპრილის თვის ბოლოდან საწვავის ფასი მატებას იწყებს და ნოემბრის თვის დასაწყისში წლის ყველაზე მაღალ მაჩვენებლამდე ადის. კერძოდ: რეგულარი ტიპის ბენზინი - 2,39-2,56 ლარი/ლიტრაზე, პრემიუმი ტიპის ბენზინი - 2,53-2,64 ლარი/ლიტრაზე, დიზელის საწვავი - 2,55-2,70 ლარი/ლიტრაზე. ნოემბრის თვის შუა რიცხვებიდან საწვავის ფასი კლებას იწყებს. დღეისათვის საწვავის საშუალო საცალო ფასები ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე შეადგენს: რეგულარი ტიპის ბენზინი - 2,29-2,49 ლარი/ლიტრაზე, პრემიუმი ტიპის ბენზინი - 2,44-2,57 ლარი/ლიტრაზე, დიზელის საწვავი - 2,49-2,63 ლარი/ლიტრაზე. საწვავის ფასების კლება მომავალშიც გაგრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები