თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რეაბილიტაციისთვის 88 000 ათას ლარიანი ტენდერი ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოდან ირკვევა.
სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტო მიხედვით, ტენდერი 2025 წლის 22 იანვარს გამოცხადდა, ხოლო ინტერესთა გამოხატვა 3 თებერვალს დასრულდა. სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, 14 თებერვალს ხელშეკრულება შპს "ლემთან" გაფორმდა, რომლის 100%-იანი მეწილე და დირექტორი, ლევან ცქვიტინიძეა.
აღსანიშნავია, შპს "ლემს" ძირითადად ამავე საფასო კატეგორიის საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სახელმწიფო უწყებებში რეაბილიტაციის ტენდერები აქვს მოგებული. ჯამური ღირებულება მხოლოდ 3.5 მლნ ლარია.
შეგახსენეთ, რომ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, 2024 წლის 20 ნოემბერს დიდ დარბაზში წყლის მილი დაზიანდა, რის გამოც დარბაზის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიტბორა.
bm.ge კონსერვატორიასთან ცდილობს დამატებითი დეტალების გარკვევას, რა ეტაპზეა რეაბილიტაციის პროცესი. მასალა ინფორმაციის მიღების შემთხვევაში განახლდება.