"სი ეი ინთერნეიშენალის" გენერალური დირექტორის სანდრო შელიას თქმით, ლიფტის ინსპექტირების თანხა 200-დან 300 ლარამდე მერყეობს. შემოწმებაში კი მოიაზრება რეგლამენტით გაწერილი ყველა გამოდის ჩატარება და მდგომარეობის შეფასება. შელიამ ამის შესახებ BMGtv-ის გადაცემაში "უძრავი ქონების პროსპექტი" განაცხადა.
„ერთჯერადი ინსპექტირების შემთხვევაში საუბარია 200-300 ლარზე, რომელიც უნდა ჩატარდეს 3 წელში ერთხელ. აქ შედის ყველაფერი რაც გაწერილია რეგლამენტით, ტვირთების გამოცდაც, ტექნიკის თუ დოკუმენტების შემოწმება.
ტრაგიკული შემთხვევების შემდეგ გამოძიებით დგინდება, რომ უმეტესად უბედური შემთხვევების გამომწვევი მიზეზი არ არის ხოლმე დიდ სახსრებთან დაკავშირებული. თუმცა, თუ არ ჩატარდა ინსპექტირება ვერ გავიგებთ რისი შეცვლაა საჭირო. ამიტომ ვსაუბრობ სულ ამაზე, რომ გვჭირდება კვლევა, რომელიც უნდა ჩატარდეს და რომლითაც გავიგებთ რა არის მდგომარეობა. ყველაზე საშიშ ლიფტებს მაინც გამოვყოფდით.
ლიფტების ჩანაცვლების ნაწილში ის პროგრამა რაც მერიას აქვს პოზიტიურია და ვინც მიმართავს ამას მათ აქვთ შედეგი, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ არასაკმარისია. ასევე მოსახლეობამ უნდა მიმართოს და თუ არ იცის რა ვითარებაა, ვერც გამოიყენებს ამ პროგრამას.“ - განმარტავს შელია „უძრავი ქონების პროსპექტთან“ საუბრისას.