მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ჯდება მეტროს მშენებლობა? - თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელის პასუხი

მეტრო

ახალი მეტროს მშენებლობა ქალაქისთვის დიდი ფუფუნებაა, - ასე უპასუხა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა, გიორგი შარკოვმა bm.ge-ის შესაბამის კითხვას.

ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ როდის შეიძლება დადგეს დღის წესრიგში ახალი მეტროსადურების მშენებლობის საკითხი და რა ვადებზე შეიძლება იყოს საუბარი.

“ახალი მეტროს მშენებლობა ქალაქისთვის დიდი ფუფუნებაა. თბილისელები ნამდვილად ბედნიერები ვართ, რომ ქალაქში მეტრო გვაქვს, მაგრამ მისი შენახვა საკმაოდ დიდ სახსრებთან არის დაკავშირებული, ახლის მშენებლობა მით უმეტეს. ბოლო ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა ახალი მიწისქვეშა მეტროს მშენებლობა, მხოლოდ ერთკილომეტრიანი მონაკვეთი $80-100 მლნ-მდე ჯდებოდა, ახლა გაძირებული იქნება. წარმოიდგინეთ რა მასშტაბებზეა საუბარი”, - განაცხადა შარკოვმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები