მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ჯდება მყინვარწვერის დალაშქვრა?

609d640032272
მარიამ ადამია
13.05.21 23:50
1190
საერთაშორისო გიდების სტანდარტების მიხედვით, მყინვარწვერის დალაშქვრა, საშუალოდ 800 ევრომდე ჯდება. თემაზე სამთო-გამყოლთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნიკო ერქომაიშვილმა გადაცემა “საქმიან დილაში” ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ გამყოლს არ აქვს უფლება ორ სტუმარზე მეტი აიყვანოს მთაზე, რადგან არსებობს რისკები, ნაპრალში ჩავარდნის, ან მოწყვეტის და ერთ გიდს მეტ ადამიანზე პასუხისმგებლობის აღების უფლება არ აქვს.

“მხოლოდ გიდის ანაზღაურება 5-დღიან ექსპედიციაზე, სადაც გათვალისწინებულია ადგილზე ფიზიკური მომზადება, უსაფრთხოება და ასევე სააკლიმატიზაციო პერიოდი, დაახლოებით 600-700 ევრო ჯდება. ამას ემატება მეტეოსადგურში, ანუ “ბეთლემის ქოხში” დარჩენა, რომელიც ერთ ღამეზე 50 ლარი ღირს. ასევე გასათვალისწინებელია კვება და ცხენის მომსახურებაც. მართალია, მყინვარწვერის დალაშქვრა იაფი არ არის საქართველოს მოქალაქისთვის, თუმცა ევროპელებისთვის და ამერიკელებისთვის ეს სრულიად მისაღები ფასია, განსაკუთრებით ალპებთან, ან ევერესტთან შედარებით”, - აღნიშნა სამთო გამყოლთა ასოციაციის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, პოსტპანდემიურ ვითარებაში ფასის გაზრდა არ განიხილება, ხოლო დაინტერესება საერთაშორისო ტურისტების მხრიდან ნელ-ნელა იმატებს.

“ორიოდე კვირის წინ გერმანელების ჯგუფმა დალაშქრა მყინვარწვერი, ახლა უკრაინელები ემზადებიან. მართალია იმ რაოდენობით არაა ტურისტი, რაც პანდემიამდე იყო, თუმცა დაინტერესება არის და ესეც პოზიტიური ამბავია. პანდემიამდე კი ფაქტობრივად რიგი იდგა მწვერვალზე ასასვლელად და რამდენიმე წელში ალბათ ისევ ამ სურათს მივიღებთ, რადგან მყინვარწვერს ტურისტი არასდროს აკლდა. თუკი ინფრასტრუქტურა და სანიტარული ნორმები მოწესრიგდება ეს რაოდენობა ვფიქრობ, გაორმაგდება,” - განაცხადა ნიკო ერქომაიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები