დღეს სარესტორნო ბიზნესის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე გამოწვევაზე ვისაუბრებთ, რომელიც პირდაპირ მოქმედებს როგორც ინდუსტრიის განვითარებაზე, ისე საბოლოო ფასებზე - ეს კომერციული ფართების ქირავნობის ბაზარია. რა ჯდება დღეს საქართველოში რესტორნისთვის სივრცის დაქირავება? რამდენად შეესაბამება ადგილობრივი იჯარის ფასები ევროპულ სტანდარტებს და რას ითვალისწინებს მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციები?
სტუმარი: შოთა ბურჯანაძე - რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი;
#უძრავიქონებისპროსპექტი თათია ჩაფიჩაძე & გუგა კობახიძესთან ერთად






























