2023 წელს "სამხრეთ კავკასიის გაზსადენის"საოპერაციო და კაპიტალური ხარჯებზე 91.5 მლნ დოლარი მიემართა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 77 მლნ იყო.
BP- აზერბაიჯანის მონაცემებით, 2023 წელს, მხოლოდ საოპერაციო ხარჯმა 77.7 მლნ დოლარი შეადგინა, კაპიტალურმა ხარჯებმა კი, $13.8 მლნ იყო. 2022 წელს, ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 72 მლნ-ს და 5 მლნ-ს შეადგენდა.
ამასთან, 57.4 მლნ. კუბ.მეტრიდან 60.1 მლნ კუბ.მეტრამდე გაიზარდა გასული წლის განმავლობაში, SCP-ის საშუალო დღიური გამტარუნარიანობა.
"საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" მონაცემებით კი, 2023 წელს სამხრეთის გაზის დერეფნის მილსადენით 21 მილიარდ 420 მლნ კუბ.მეტრი გაზის ტრანზიტი განხორციელდა.
SCP Co-ს აქციონერები არიან: bp (29.99%, დიდი ბრიტანეთი), SGC (21.02% აზერბაიჯანი), LUKOIL (19.99%, რუსეთის ფედერაცია), TPAO (19.00%, თურქეთი) და NICO (10.0% შვეიცარია, ირანული ნავთობკომპანიის შვილობილი).